უცხოელი სტუმრებისა და ჯავშნების რაოდენობა წელს 20-30%-ითაა გაზრდილი - Litz Resort
კვარიათში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსი Litz Resort • ლიც რეზორტი, რომელიც სასტუმრო კომპლექსს უამრავ გამაჯანსაღებელ, გასართობ და დასასვენებელ ობიექტს აერთიანებს, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტ დამსვენებელს ელოდება და პოზიტიური მოლოდინები აქვს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Litz Resort-ის გენერალური მენეჯერი ლადო მიქალაძე აცხადებს, უცხოელი სტუმრების და ჯავშნების რაოდენობა წელს 20-30%-ითაა გაზრდილი. რეზორტის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ Litz Resort-ი უცხოეთის ბაზრებზე აქტიურობას ცდილობს და ამისათვის სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.