თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SUN EXPRESS-ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა.
2 წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
Sun Express თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ავიაკომპანია Sun Express-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში ორჯერ, ხოლო დედაქალაქ ანკარადან კვირაში 1 სიხშირით იფრენს.
ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან 2 წელზე მეტი ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული.
იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა.
SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.