მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ტურიზმის სექტორი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია

news image

ტურიზმის სექტორი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები ჯერ კიდევ წინ არის და შესაბამისად ბიზნესს და სექტორს კიდევ უფრო მაღალი შედეგების მოლოდინი აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები გამოქვეყნდა. მთავარი ის არის, რომ სექტორს წლის განმავლობაში უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს. წინ გვაქვს ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონები, რომელიც მაღალი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის. ძალიან მომზადებული ხვდება ბიზნესი ამ სეზონებს. თავისთავად შედეგიანობაზე ვისაუბრებთ წლის ბოლოს, თუ რამდენად სრულყოფილად გამართლდა ის მოლოდინები, რაც ბიზნესს ჰქონდა. საგულისხმოა ის, რომ წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიური და საინტერესო მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე, გამოფენებზე, იმისთვის რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილის მიმართ, კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იყოს ევროპის ბაზრებზე, საიდანაც რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლისგან მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ევროპის მიმართულებით, რადგანაც არ შეწყდეს და არ შეჩერდეს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. დღეის გადასახედით მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არის პანდემიის შემდეგ, უკრაინა-რუსეთის ომი, რაც განაპირობებს ევროპელების ნაკლებობას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა იმედი გაქვს, რომ ევროპიდან ტურისტებს დავიბრუნებთ და მომავალში უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება ევროპიდან“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი  ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

 2023 წლის II  კვარტლის მდგომარეობით  საქართველოში 1,651,655  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით  კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა