მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

ტურიზმის მზარდი ტენდენციები ინდოეთიდან - რა შესაძლებლობებს ხედავს KAZIN DMC-ის თანადამფუძნებელი აზიური ბაზრიდან

news image

წელს ჩვენს ქვეყანაში მეტი აზიელი ტურისტი ჩამოდის და ამ მიმართულებით უკეთესი ვითარებაა, -  აცხადებს ტურისტული კომპანია KAZIN DMC-ის თანადამფუძნებელი ცოტნე მიროტაძე. AZIN DMC ძირითადად აზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე მუშაობს, საიდანაც კომპანიაში ზრდის ტენდენციას ხედავენ.  ცოტნე მიროტაძის თქმით, არაბული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ტურისტი ქვეყანაში შედარებით დიდი ხნით რჩება. 

„ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ინდოეთზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, საუდის არაბეთზე, თუმცა ჩვენს მაგალითზე ინდოეთის წილი 70%-ია. ინდოეთიდან დელის შემდეგ მუმბაიდან პირდაპირი ფრენების დამატება ქვეყანაში ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას გაზრდის და მეტი ტურისტი შემოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სახელმწიფო აქცენტს აზიურ ბაზარზე აკეთებს და განსაკუთრებით ინდოეთზე, რადგანაც დიდი პოტენციალი აქვს. ინდოეთი დიდი ბაზარია და ბევრი მოგზაური ჰყავს. ინდოეთიდან ნაკადი გაიზრდება, როგორც დასვენების ისე საქმიანი ტურიზმის მიმართულების ნაწილში. მუმბაის მიმართულების დამატება პირდაპირპროპორციულად აისახება ტურისტების რაოდენობაზე. არის ის მომენტი, რომ მუმბაი ხშირად იყენებდა Air Arabia-ს და შარჯას რეისებს იყენებდნენ და ახლა საინტერესოა ეს შარჯას რეისებზე რა ასახვას პოვებს. 

საუდის არაბეთიდან ორი სეგმენტის ტურისტი შემოდის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმ სეგმენტზე, რომელიც მაღალი და 5 ვარსკვლავიანი მომსახურებით არის დაინტერესებული. ესენი გრძელვადიანი ტურისტები არიან და 8-10 ღამით ჩამოდიან. მათი ძირითადი მიმართულება არის თბილისი, გუდაური, ბორჯომი, ბათუმი და იშვიათად ქუთაისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასე განყენებულად ლოპოტა უყვართ და მოსწონთ ძალიან. 

ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები საკმაოდ „ჭრელია“, მათ ტრადიციული მიმართულებები იზიდავთ. ტრადიციულში ვგულისხმობ კარგი ინფრასტრუქტურის მქონე ობიექტებს. უყვართ ასევე დაშბაშის კანიონის მონახულება. ინდიელი ტურისტების 95%-ს იზიდავს კარგი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ცოტნე მიროტაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა