მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებლების მიღწევაში ხაზგასასმელია მთავრობის ძალისხმევა პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების გაზრდის კუთხით - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ტურისტული ვიზიტებისა და საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის, ისე უშუალოდ ტურიზმის განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიმართულებით.

„ამ კუთხით ხაზგასასმელია ის ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა დებს პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების როგორც სიხშირეების, ასევე ავიამიმართულებების გაზრდაში. მიმდინარე წელი ამ მხრივაც გამოირჩეოდა, ვგულისხმობ, როგორც აღვნიშნე, ახალ ავიამიმართულებებს, ახალი ავიაკომპანიების ოპერირებასა და გაზრდილ სიხშირეებს" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ძირითადად, ფიქსირდება იმ პრიორიტეტულ, სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში -  ეს არის ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, საიდანაც 10 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს ამ პერიოდში, მათ შორის,  ისეთი ქვეყნებიდან,  როგორიცაა იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა ყურის ქვეყნებიდან ვიზიტების რეკორდული რაოდენობაც, რომლებიც ასევე სტრატეგიული მიმართულებებია  ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია, ასევე რეკორდულია საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობაც, რომელმაც 3.2 მილიონი შეადგინა. იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების ოდენობა 6.9%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი - 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.

მიმდინარე წლის 6 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან  (+28.2%), იტალიიდან  (+26.1%;), ესპანეთიდან (+25.9%;), გაერთიანებული სამეფოდან (+25.8%;), პოლონეთიდან (+21.9%; ), გერმანიიდან (+4.2%; ) და სხვა. იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული სამიროებიდან (+12.5%;).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა