მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები ძალიან ხელსაყრელია, რომ პირდაპირი კავშირები დავამყაროთ ახლო აღმოსავლურ კომპანიებთან - წარმომადგენელი ბექა სილაგავა

news image

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „გამარჯობა ჯორჯიას“ წარმომადგენელი ბექა სილაგავა.

„ჩვენს კომპანიას ბევრი მომხმარებელი ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაგრამ პირდაპირი კავშირები იქაურ კომპანიებთან არ გვქონდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები ძალიან ხელსაყრელია, რომ პირდაპირი კავშირები დავამყაროთ ახლო აღმოსავლურ კომპანიებთან. ჩვენ შევხვდით დაახლოებით 10 კომპანიის წარმომადგენელს, მათ შორის Air Arabia-ს, რომელიც პირდაპირ ფრენებს ასრულებს საქართველოში. ნაყოფიერი შეხვედრები იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, აქ დაწყებული ურთიერთობა გაღრმავდება და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ საქართველოში“.

ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

01.03.2026.15:57

რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:

თელ-ავივი - 7 რეისი;

შარჟა - 2 რეისი;

დუბაი - 3 რეისი;

დოჰა - 3 რეისი;

აბუ-დაბი - 1 რეისი;

ქუვეითი - 1 რეისი;

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა