მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „როუდშოები“ საფრანგეთში კერძო სექტორთან ერთად

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენელები პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად და საქართველოში ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად.

„როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო. ფრანგული ტურისტული კომპანიების თანამშრომლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ.

„როუდშოუებს“ წარმატებულად აფასებენ ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენები, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ფრანგ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია საფრანგეთში მთელი წელია გრძელდება, კამპანია საფრანგეთის ქალაქებში გარე რეკლამას, სატელევიზო სიუჟეტებს, სოციალურ ქსელებში რეკლამასა და ონლაინ მედიაში სტატიებსაც მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ფრანგული მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელებისთვის საინფორმაციო ტურები მოეწყო.

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

მთელი წლის განმავლობაში, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები იყო მოწყობილი, რაც ხელს უწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებსა და როუდშოუებს გულისხმობს ევროპის 30-ზე მეტ ქალაქში.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართა. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ ინტერვიუბი, სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასე ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდა.

როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი.
კამპანია მოიცავს გაცნობით და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.
კამპანიის ფარგლებში, ყოველთვიურად შედგა კომუნიკაცია 20- ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართა ვორკშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „როუდშოები“ საფრანგეთში კერძო სექტორთან ერთად

12.12.2025.14:34

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა