ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით აქტიურ მარკეტინგულკამპანიებს განახორციელებს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე, რაც მოიცავს B2B შეხვედრებსა და როუდშოუებს.
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად, დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ ინიციატივებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.