მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

news image

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში, დელისა და მუმბაიში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაციები გამართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, B2B ფორმატის ფარგლებში, შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით.

„შეხვედრებმა წარმატებულად ჩაიარა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ვინაიდან აგენტები კმაყოფილები დარჩნენ და მოსალოდნელია ტურისტების მზარდი რაოდენობა. ეს ფორმატი ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა იმისთვის, რომ მოვიძიოთ ახალი პარტნიორები“,-აცხადებს Guide of Georgia-ს წარმომადგენელი გიორგი დვალი.

„ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ საქართველოს შესახებ ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა. ინდური კომპანიები აქამდეც დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ დღევანდელი ღონისძიების შემდეგ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ კამპანიაში, რომელიც საქართველოს კიდევ მეტ ტურისტს მოუტანს. აქ შევხვდით ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ როგორც MICE, ასევე ტურიზმის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მიმართულებებზე. ჩავატარეთ კარგი შეხვედრები, საერთო ჯამში, ეს გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკისთვის ცალსახად დადებითად იმოქმედებს“,-ამბობს KAZIN DMC დამფუძნებელი და პარტნიორი ცოტნე მიროტაძე.

ინდური ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სპა კურორტებით, მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად საკონფერენციო დარბაზებითა და სივრცეებით, ასევე სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით.

„ჩვენ ვხედავთ ინდოეთში საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს, საქართველო ევროპულ მიმართულება არის, აქვს უნიკალური ვენახები, ლამაზი ქალაქები და ისტორიული მემკვიდრეობა.ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. რაც შეეხება შეხვედრებსა და როუდშოუს ეფექტურობას -ეს მართლაც ძალიან ეფექტური იყო. შევხვდით საქართველოდან ტურისტული კომპანიების, სასტუმროების წარმომადგენლებს, სამოგზაურო პარტნიორებს, როგორც ახლებს, ასევე მათ, ვისთანაც წლებია ვთანამშრომლობთ“,-ამბობს ინდური კომპანია HNI-ის წარმომადგენელი სვატი კოვალი.

„როგორც წამყვანი კომპანია ინდოეთში, ჩვენ ვხედავთ საქართველოში ტურიზმის მასშტაბურ ზრდას. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ვიზისა და ფრენების საკითხების გამარტივებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა თანამშრომლობა საქართველოსთან. საინტერესო შეხვედრები გვქონდა, ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან და მოუთმენლად ველით მომავალ წელს ბევრ დაჯავშნებს და ვიზიტორთა მასშტაბურ ზრდას საქართველოში“- აცხადებს „Mc My Trip“-ის წარმომადგენელი პრაჩი კუმარი.

ინდოეთის ქალაქებში ჩატარებულ პრეზენტაციებსა და შეხვედრებზე 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებებს დაესწრო ინდოეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი.

„ინდოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში მატულობს. პროცენტულად, ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის. უკვე ყოველდღიური ფრენებია დელიდან, რასაც დაემატა ფრენა მუმბაიდან კვირაში სამჯერ. ინდოეთის მიმართ ინტერესი ყველა სეგმენტში იზრდება- ახალგაზრდებში, საქმიანი ვიზიტების, ასევე კომპანიების ორგანიზებული ტურების მიმართულებით. ინდოელი ტურისტები მოგზაურობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ასეთი შეხვედრები და პრეზენტაციები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას“,-აცხადებს საქართველოს ელჩი ინდოეთში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა საქართველოში - Georgian Travel Group

16.09.2025.17:15

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის Georgian Travel Group-ის წარმომადგენელი თამუნა კურტანიძე. 

„ინდოეთში შეხვედრაზე  საკმაოდ ბევრი ადგილობრივი სააგენტო იყო წარმოდგენილი, სერიოზული სააგენტოები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოს მიმართულებაზე. ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა  საქართველოში. ინდოეთის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ძალიან დიდია. ჩვენ გვქონდა როგორც ინდივიდუალური ტურები, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა ჯგუფები. საქმიანი ტურიზმის ფარგლებში 400 კაციანი ჯგუფი გვყავდა აგვისტოში. ეს არის საინტერესო და მზარდი ბაზარი“-აცხადებს თამუნა კურტანიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა