მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა ანტიკრიზისულ სცენარს განიხილავს, რათა შექმნილი სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ - კოტე გაბრიჩიძე

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ტურიზმის სექტორში არსებული გლობალური გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების განხილვას ისახავდა მიზნად.

შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და  გიდები დაესწრნენ.  

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც შინაარსობრივად, ისე კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით. 

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, სადაც ბევრი საინტერესო პუნქტი გაირჩა. განვიხილეთ ანტიკრიზისული გეგმები და მიხარია, რომ ადმინისტრაცია მუშაობს სხვადასხვა სცენარზე  - როგორც საშუალო სირთულისაზე, ისე შემთხვევისთვისაც, თუკი პროცესები დროში გახანგრძლივდა. ადმინისტრაცია  სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ჩვენც, კერძო სექტორი, მზად ვართ აქტიური ჩართულობისთვის. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ“- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

09.04.2026.17:10

2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
 
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა