მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ის შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+1.2% წ/წ), ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ინდოეთის მიმართულებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია ჩვენი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა - სოფო გელაშვილი

13.02.2026.14:02

ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას დადებითად აფასებს კომპანია Flowers.ge-ის წარმომადგენელი სოფო გელაშვილი. მისი თქმით, ინდოეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში, მათი ჩართულობა კი ნიშნავს პოზიციონირებას ახალ მაღალბიუჯეტიან სეგმენტში.

„ქვეყნის ცნობადობის ზრდას ინდურ საქორწილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირ კავშირებს, ადგილობრივი კომპანიებისთვის კი ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ინდური ქორწილები, ძირითადად, რამდენიმედღიანია და მოიცავს დიდი სტუმრების რაოდენობას კომპლექსურ დეკორს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და მრავალსერვისიან ორგანიზებას, რაც პირდაპირ ზრდის ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ მდგომარეობას“-განაცხადა სოფო გელაშვილმა.

მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა და ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება საქორწილო ინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, ასევე იზრდება ინდოელი ვიზიტორების რაოდენობა, შესაბამისად პოტენციალი აშკარად მაღალია. საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანია: ვიზუალურად უნიკალური ლოკაციები, ევროპული გარემო, კლიმატური მრავალფეროვნება, კულტურული ავთენტურობა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ინდური კულტურის ცოდნა, დიდი მასშტაბის ლოგისტიკის მზაობა. ეს მიმართულება გახდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეკონომიკურად მომგებიანი ნიშა ივენთ-ინდუსტრიაში“,-აცხადებს სოფო გელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.

პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.

ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა