ტურისტული ვიზიტების ისტორიული რეკორდული მაჩვენებელი სამ კვარტალში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.
6,109,755 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%,
4,307,094 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%.
რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმა 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა
2,956,014 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%.
2,036,731 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%.
სხვა სიახლეები
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
07.12.2025.13:22
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.