ტურისტული ნაკადები საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოში ტურისტული ნაკადები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, - აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო ვიზიტების ზრდის პარალელურად გაზრდილია ტურისტზე საშუალო გადახდისუნარიანობა.
„სამი თვის ჭრილში ჩვენს ქვეყანას არასდროს მიუღია ასეთი მაღალი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან - 826 მლნ დოლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 1,3 მლნ-მა საერთაშორისო მოგზაურმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რაზეც ნაკლებად საუბრობენ ხოლმე ჩვენი ოპონენტი ექსპერტები, არს ის, რომ თუ რამდენად გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურებში ტურისტული ნაკადების პროცენტული მაჩვენებლები. დღეს ჩვენ, რომ შევხედოთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ საშუალო გადახდისუნარიანობა ტურისტზე არის გაზრდილი ამ ქვეყანაში. გაიზარდა ღამისთევების რაოდენობა, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ტურისტული ნაკადები. ხედავთ, რომ იზრდება ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები, როგორიც არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე თვალსაჩინო გახდება ზრდა შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ავიაკომპანიების შემოსვლა ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას წინ უზღვოდა მოლაპარაკებებიც, წინ უზღვოდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მიმართული მარკეტინგული კამპანიები.
შემოსვლამდე ავიაკომპანიები აკეთებენ ისეთ საფუძვლიან ანალიზს, როგორ საფუძვლიან ანალიზსაც ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მიმართულებისას აკეთებდნენ. რადგანაც ეს არის ერთის მხრივ უდიდესი რისკი კომერციული, ფინანსური და მათ შორის რეპუტაციული.
სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ ასევე რაღაცნაირ პროგნოზებს, რომ კი შემოვიდა British Airways-ი, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გავლენ. ჯერ, როგორ უნდა უსურვო შენს ქვეყანას ასეთი რაღაც. როგორ უნდა გააჟღერო. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ის, რომ ნებისმიერი რამ რასაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საზღვრებს შიგნით, ეს ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.10:00
Ajara Glamping • აჭარა გლემფინგი გაფართოვდა. ტურისტული ობიექტი თუ აქამდე 2 გლემფისგან შედგებოდა, დღეს უკვე 5 ობიექტს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Ajara Glamping-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ახალი, 3 ობიექტი განსხვავებული კონცეფციისა.
„3 ახალი ობიექტი დავამატეთ, რომლებიც არსებული ობიექტებისგან განსხვავებულია. ჯამში ჩვენს ხუთივე ობიექტში 20 სტუმრის მიღებაა შესაძლებელია. ახლები ძველებისგან იმით განსხვავდება, რომ ტრადიციული გლემფი არ არის, უფრო ხის მასალაა გამოყენებული და სამივეს აქვს საკუთარი აუზი. შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია და ახალ ობიექტებში ღამისთევა დაახლოებით 40-%-ით ძვირი ღირს“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.
აღნიშნული გაფართოებისთვის Ajara Glamping-მა 0,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
Ajara Glamping-ის თანადამფუძნებლის თქმით, ამ დროისათვის ჯავშნები ძირითადად ადგილობრივი სტუმრებიდან შემოდის. ტურისტული ობიექტის მაგალითზე, მაღალი სეზონი ივნისიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
ირაკლი თავართქილაძის პროგნოზით, მიმდინარე ცხელ სეზონზე ობიექტის საშუალო დატვირთულობა 70%-მდე იქნება.
გარდა ღამისთევისა Ajara Glamping-ი თავის სტუმრებს სხვადასხვა სახის ტურებსაც სთავაზობს.
„გვაქვს კვადრო ტურები. ასევე გვაქვს საფეხმავლო ტურები. აღნიშნული სერვისებით კი ძირითადად უცხოელი სტუმრები სარგებლობენ“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე. მისივე განმარტებით, Ajara Glamping-ის უცხოელი სტუმრების უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან არიან.
Ajara Glamping-ის მაგალითზე ადგილობრივი ტურისტების ღამისთევების საშუალო მაჩვენებელი 1-2 ღამეა, ხოლო უცხოელების - 3-4 ღამე.
ტურისტულ ობიექტში ამ დრომდე გასული წლის ფასებს ინარჩუნებენ და ორი ადამიანისთვის Ajara Glamping-ში ღამისთევის ღირებულება 150-ლარიდან 250 ლარამდეა.
Ajara Glamping-ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Ajara Glamping-ის კოტეჯები მდებარეობს ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. Ajara Glamping-ი წარმოადგენს განტვირთვის შესანიშნავ საშუალებას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ წლის ყოველი დრო ულამაზესია. კარვიდან აჭარის ულამაზესი ბუნება იშლება. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.