ტურისტულ მომსახურებაზე მაღალი სტანდარტის დაწესებით ქართული კომპანიების მიმართ ნდობა გაიზრდება - მოლოდინები
ტურიზმის სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტურაგენტებისა და ტუროპერატორების საქმიანობის რეგულირება, მომხმარებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობები პირობების განსაზღვრა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
როგორც „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ „ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებით ანგარიშშია“ აღნიშნული, რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორად საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ქართული ტურისტული კომპანიების პაკეტების გამოყენების მაჩვენებელი შეირჩა.
„იკვეთება, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ქართული ტურისტული კომპანიების სერვისების გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 2019-2022 წლების პერიოდში მცირედით არის შემცირებული. 2022 წელს ტურისტულმა კომპანიებმა საერთაშორისო ვიზიტორებზე სულ 33 ათასი პაკეტი გაყიდეს. საერთაშორისო ტურისტული კომპანიების მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ქართული ტურისტული კომპანიების მიერ საერთაშორისო ვიზიტორებზე გაყიდული პაკეტების რაოდენობას. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ზოგადად ვიზიტორების უმეტესობა ტურისტული პაკეტის გარეშე მოგზაურობს.
2022 წლის მაჩვენებლებით, უცხოური კომპანიების პაკეტები საერთაშორისო ვიზიტორების 5.9%-მა, ხოლო ქართული კომპანიების 0.7%-მა გამოიყენა.
ტურიზმის რეფორმის განხორციელების შედეგად, მოსალოდნელია, რომ ტურისტული კომპანიების მომსახურების მაღალი სტანდარტის დაწესების შედეგად გაიზრდება მომხმარებელთა ნდობა ქართული ტურისტული კომპანიების მიმართ.
მომხმარებელთა უფლებებისა და მომსახურების სტანდარტის მიმართულებით პროგრესის შეფასების კიდევ ერთ ინდიკატორს ტურისტული ვიზიტით კმაყოფილების მაჩვენებელი წარმოადგენს. 2019-2022 წლებში, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა იკვეთება. ამ პერიოდში, კმაყოფილი ტურისტების რაოდენობა 3.6%-ით არის გაზრდილი. რეფორმის შედეგად, მოსალოდნელია, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით ტურისტული ვიზიტით კმაყოფილი მოგზაურების რაოდენობის ზრდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.