ცნობილი მოგზაური მწერალი კრის შალქი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდელ მოგზაურს, მწერალსა და ფოტოგრაფს კრის შალქს უმასპინძლა.
ტურის ფარგლებში კრის შალქი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაურმა და მწერალმა საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერა. კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული სთორები და პოსტები სოციალური ქსელით Instagram გაავრცელა.
ცნობილი მწერალი ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს პუბლიკაციებს როგორიცაა: „CNTraveler”, “T+L”,”Design Antology”,”AD”,”Telegraph”, “Wallpaper”,„The Times“, და ა.შ.
პრესტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროპის ქვეყნებიდან.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.