წინა წლებთან შედარებით საქართველოს მიმართ დაინტერესება გაზრდილია - ლექსო მამულაშვილი
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაზე IBTM World 2025 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 9 კერძო კომპანიასთან ერთად წარდგა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „ვიზიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ლექსო მამულაშვილი.
„ბარსელონას საქმიანი ტურიზმის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. წინა წლებთან შედარებით საქართველოს მიმართ გაზრდილია დაინტერესება, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს უახლოეს მომავალში.“
IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.
სხვა სიახლეები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
13.03.2026.13:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.
საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.