მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

წელს პირველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი მზარეულები საფრანგეთის პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში Ferrandi Paris გადამზადდნენ

news image

კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა. 

ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს. 

პროექტის ფარგლებში, 2 კვირის განმავლობაში, კონკურსის წესით შერჩეულმა 10-მა მოქმედმა მზარეულმა ინტენსიური სასერტიფიკატო კულინარიული სასწავლო კურსი გაიარა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას. 

პროექტი მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება.

წელსვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველმა 1000-მდე ადამიანმა გადამზადების კურსი გაიარა. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს:    საოჯახო სასტუმროს მართვა; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; გიდის პროფესიული უნარები, მარკეტინგი და გაყიდვები და ა.შ. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა