წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - მაია ომიაძე
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა.
ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძე მონაწილეობდა.
თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა.
ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.08:25
დღეიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
„ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.