წალკის კანიონის შუშის ხიდი ვიზიტორებისთვის რამდენიმე დღით დაიხურება
წალკის კანიონის შუშის ხიდი ვიზიტორებისთვის რამდენიმე დღით დაიხურება.
„8 მაისიდან 12 მაისამდე შუშის ხიდზე ვიზიტორების შესვლა შეჩერდება. ხიდს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გეგმიური რევიზია უტარდება. რაც შეეხება მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას და სხვა ატრაქციებს ისინი ჩვეულ რეჟიმში, განაგრძობენ სტუმრების მიღებას”,-წერია Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გასულ წელს გაიხსნა. კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები ისრაელის კომპანია KASS LAND-მა განახორციელა.
იგივე თემაზე:
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
სხვა სიახლეები
22.10.2025.12:14
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.
ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებულია ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი.