TOP-10 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია
ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოში და მით უმეტეს თბილისში ტურისტების შემოდინებას ელიან. დედაქალაქისთვის მაღალი სეზონი ივლისიდან იწყება და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. საინტერესოა რა ღირს ღამისთევა თბილისის მაღალი კლასის სასტუმროებში. Booking-ის მიხედვით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ყველაზე ძვირი სასტუმრო მომსახურების მიღება Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel-შია შესაძლებელი, სადაც ღამისთევა აღნიშნულ პერიოდში 840 ლარი ღირს. (ტარიფი მოცემულია ერთი ღამე, ერთი სტუმარი, ერთი ნომერი).
თბილის მასშტაბით TOP-10 მაღალი დონის, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის განთავსების ღირებულებით მეორე ადგილზე Swissôtel Tbilisi, სადაც 1 აგვისტოს სტუმარს ღამისთევა 737 ლარი დაუჯდება.
TOP-10 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია
სხვა სიახლეები
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
03.04.2026.16:43
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.
დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.
ინფორმაციას სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.