მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

თემო მაჭარაშვილი-ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები

news image

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილ  „როუდშოუებში“ მონაწილეობდნენ ტურისტული კომპანიები. Travel Bee-ის დამფუძნებლის თემო მაჭარაშვილის განცხადებით „როუდშუები“ ხელს უწყობს კავშირების გაღრმავებას უცხოელ ტუროპერატორებთან და ტურისული ნაკადების გაზრდას საქართველოში.

„ცალსახად მნიშვნელოვანია B2B შეხვედრები, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები.  უცხოეთის ბაზარს შევახსენოთ, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ საფრანგეთიდან გაიზრდება ინტერესი და ტურისტების რაოდენობაც“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა.  საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად  და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“  80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო. 

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია  საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილი „როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი- ნინო ცხონდია

12.12.2025.17:42

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამართულ „როუდშოუებში“ 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. Georgian travel club-ის ნინო ცხონდიას განცხადებით საფრანგეთში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი ღონიძიებები ხელს უწყობს ტურისული ნაკადების გაზრდას საქართველოში.

“საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. 2019 წლის შემდეგ შემცირებული იყო ევროპელი ტურისტების შემოდინება, თუმცა ახლა ძალიან გაზრდილია ინტერესი და ჯავშნების რაოდენობაც. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებლობას გვაძლევს შევხვდეთ გავლენიან კომპანიებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილი „როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი. ასეთი B2B შეხვედრები ძალიან გვეხმარება განვითარებაში“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა