ტექნიკური ხარვეზის გამო, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ შეაჩერა ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიის, American Airlines-ის ყველა რეისი
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ შეაჩერა ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიის, American Airlines-ის ყველა რეისი მას შემდეგ რაც სისტემაში ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა.
ინციდენტი კრიტიკულ დროს მოხდა, რადგან საშობაო არდადეგების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია აშშ-ის ავიახაზებისთვის.
მოგვიანებით, ტექნიკური პრობლემის გადაჭრის შემდეგ, ავიაკომპანიამ ყველა რეისი აღადგინა.
„ეს პრობლემა მოგვარებულია და ფრენები განახლდა. ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს დღეს დილით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.