მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ ოპერირება დაიწყო

news image
mbc image
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva, რომელიც ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს. Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.
 Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.
ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
 
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აგრძელებს

18.11.2026.11:47

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად განაგრძობს.

კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერებია განთავსებული. მათ შორის, ლონდონის ისეთ პრესტიჟულ უბნებსა და ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა მეიფერი, კენსინგტონი, ნოთინგ ჰილი, ბრიქსტონი, ქვინს პარკი, ჩელსი, ტაუერ ბრიჯი და სხვ. აღნიშნული კამპანია დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის შეფასებით, დიდ ბრიტანეთში განხორციელებულმა ინტეგრირებულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა და პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ბრიტანელი ვიზიტორების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყო ხელი:

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე და დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარი, სადაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული კამპანიები მიმდინარეობს. გარე რეკლამები ლონდონის ქუჩებში, ასევე მეტროში, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ასევე აღსანიშნავია დიდ მედია-ტურისტულ პლატფორმებზე: ბუქინგსა და სკაისკანერზე კამპანიები, სადაც ზამთრის სეზონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. მთლიანობაში ბრიტანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარი. მესამე კვარტალში 18%-ით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები, საბოლოო ჯამში მთლიანობაში ეს ინტეგრირებული მუშაობა იღებს იმ შედეგს, რომ საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი ხდება ბრიტანეთის ბაზარზე და შედეგად, ბევრად მეტი ბრიტანელი მოგზაური სტუმრობს საქართველოს“.-აღნიშნავს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-სა და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელსა და სხვა სამიზნე ბაზრებზე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.

საერთაშორისო ბაზრებზე გათვლილი მარკეტინგული აქტივობები უცხოელი მოგზაურების დაინტერესებასა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ოთხსეზონური ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა