თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.
უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე – პლასტიკური ბარათით.
ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.