თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.
ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველირეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაცთბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-სგენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორიირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ასევე ეწვია ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა.
ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორისკვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით,საიდანაც 79 - ადგილობრივი, 32 კი - საერთაშორისოა.
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო დამოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციისშედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავროტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაშიმრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
200-ზე მეტი შეხვედრა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან-საქართველო ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე
05.03.2026.10:22
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ტრადიციულად გერმანულ ბაზარზე ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ჩანიშნული გვაქვს B2B შეხვედრები წამყვან კომპანიებთან. ვხვდებით მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმების, მედია გამოცემების წარმომადგენლებს, ვთავაზობთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, რომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მომზადდეს საქართველოს შესახებ. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
შეხვედრები შედგა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, PR და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ, მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ულამაზეს საქართველოში”-აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა კაროლინ ვერმეულენმა.
გამოფენის სტუმრების დიდი ნაწილი საქართველოს ტურისტული პროდუქტებით დაიტერესდა. ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
“ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნულ გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორცინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ესერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაa ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორცშენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დანიშნულების ადგილისრეკლამირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევეპროდუქტის პრომოუშენისთვის, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი ზომიერად კარგია, მოლოდინები დადებითია“,-განაცხადა ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა გვანცა რაზმაძემ.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან, შეიმუშაონ და დაგეგმონ ერთობლივი ტურისტული პაკეტები.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარზს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.