Tarifa Summit Georgia გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ბაზრები მოვიძიოთ და დანაკარგები დავაბალანსოთ - თემო მაჭარაშვილი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საერთაშორისო ღონისძებას B2B Summit by Tarifa-ს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ახალი ბიზნესკავშირების გაღრმავებას ოსახავს მიზნად.
სამიტის ფარგლებში ქვეყანას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბაზრებიდან 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ბაიერი ეწვია, ხოლო საქართველოდან 40-მდე ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ის წარმომადგენლის, თემო მაჭარაშვილის შეფასებით, Tarifa ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ახალ პარტნიორებთან პირდაპირ კომუნიკაციას უწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, მან პარტნიორებთან შეხვედრები კონკრეტული საკითხების ირგვლივ გამართა.
„Tarifa Summit Georgia ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კი ბევრი ევროპელი ბაიერია წარმოდგენილი. ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი პოლონეთიდან. მე პირადად მქონდა შეხვედრები სერბულ კომპანიებთან, პოლონურ და ლიტვურ კომპანიებთან. შეხვედრებზე განვიხილეთ კონკრეტულ პროგრამები, თარიღები და მიზნები.
ვთვლი, რომ ამ პერიოდში, გლობალური გამოწვევების ფონზე, გარკვეული ქვეყნებიდან ჯავშნების გაუქმების კვალდაკვალ, Tarifa-ს სამიტი სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი ხელშეწყობაა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვცა უსასყიდლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ახალი პარტნიორები მოვიძიოთ, ახალი კონტრაქტები გავაფორმოთ და შევავსოთ ის ბაზრები, რომლებიც დავკარგეთ.“ - აღნიშნავს თემო მაჭარაშვილი.
სამიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ესტუმრნენ სასტუმროებსა და ტურისტული დანიშნულების ადგილებს და B2B ფორმატში საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტულ კომპანიებთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა l საქსტატი
სხვა სიახლეები
საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია - შოთა ბურჯანაძე
19.04.2026.06:08
ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია.
„დღეს რომ მშენებლობაში დასაქმებული არ იყოს უცხოელი ადამიანი, მშენებლობა საქართველოში ვერ იფუნქცინირებს. არც რაოდენობა არის აქ საკმარისი და არც ხელობა. როდესაც ქვეყნის განვითარება ხდება, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, არ შეიძლება მიგრანტების გარეშე ქვეყანა განვითარდეს.
ჩვენ მხოლოდ იაფ მუშახელს კი არ ვეძებთ, ჩვენ დასაქმების სურვილიც გვაინტერესებს. დღეს 13,1 %-ია დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა და ამ დროს ბიზნესი იხვეწება, რომ მუშახელი სჭირდება.
როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნებს თუ ვადარებთ, ან ერთი მიმართულებით უნდა მივყვეთ ამ ქვეყანას, ან საერთოდ სხვა ქვეყანას უნდა მივყვეთ. ამერიკა მიგრანტებმა აამუშავეს, დღეს დუბაიში 86% მიგრანტია, საქართველოს რეალობაში, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გარკვეულწილად სწორი გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ სისტემა უნდა შეიქმნას. მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ ვებრძვით კურიერებს ან ტაქსის მძღოლებს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ უნდა იყოს შესწავლილი სისტემა, სად გვაკლია მუშახელი და სად არის ზედმეტობა.