ტანის ხეობაში მდებარე Solo Grand Boshuri უკვე ოფიციალურად 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის მატარებელია
ქვეყანაში სასტუმროების ევროპული სტანდარტებისა და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეფასება გრძელდება. Horeca Hotel Star Georgia-მ სასტუმრო Solo Grand Boshuri - ს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი მიანიჭა.
სასტუმრო, რომელიც ტანის ხეობაში, სოფელ ქვემო ბოშურში მდებარეობს, პირველ სტუმრებს 2023 წელს უმასპინძლა. სასტუმროში 19 ნომერია და აერთიანებს ყველა ტიპის სასტუმრო ნომერს სტანდარტულიდან - საოჯახო ტიპის აპარტამენტებით დამთავრებული.
სასტუმრო "სოლო გრანდ ბოშური“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში Hotrec-ისა და The Hotestars Union-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Horeca Hotel Star Georgia-ა. ეს სტატუსი კი Horeca Hotel Star Georgia-ს უფლებას აძლევს ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეაფასოს და მიანიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს.
Horeca Hotel Star Georgia არის არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, დაარსდა 2018 წელს.
2018 წლიდან Horeca Hotel Star Georgia გახლავთ ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ქოლგა ფედერაციის HOTREC-ის წევრი, დამკვირვებლის სტატუსის ქვეშ, ხოლო 2021 წლის მაისიდან ორგანიზაციამ მოიპოვა The Hotestars Union - ის ასოცირებული წევრის სტატუსი და არის აღნიშნული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
აღსანიშნავია რომ HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ.
სხვა სიახლეები
29.09.2025.16:50
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.
ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.