სვანეთი უცხოელი ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება - სასტუმრო ,,ფალიანი“
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ ბუტიკურ სასტუმრო ,,ფალიანში“ წელს მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია.
სასტუმრო, რომელიც ორიოდე წლის წინ გაიხსნა, მომხმარებლებს მაღალი დონის კომფორტს და სერვისებს სთავაზობს, რაც მას რეგიონში აშკარად გამოარჩევს.
როგორც „ფალიანის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, წლის სხვადასხვა სეზონზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ზაფხულში და ეს ტრენდი წელსაც შენარჩუნებულია.
მისი ინფორმაციით, ჯავშნები ამ ეტაპზეც აქტიურია, თუმცა 100%-იანი დატვირთვით სასტუმრო 20 ივლისიდან იმუშავებენ. დინამიკა სავარაუდოდ აგვისტოსა და სექტემბერშიც შენარჩუნდება.
„სვანეთში წლევანდელი ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურია. ვერ გეტყვით, რამდენად უკავშირდება ზღვის ფაქტორს, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების მხრიდან, რაც ჩვენს სასტუმროზეც აისახება. მიმდინარე პერიოდშიც შეკვეთები საკმაოდ დიდია, ველოდებით, რომ სრულად სასტუმრო 20 ივლისიდან დაიტვირთება. აგვისტო-სექტემბერიც ასევე აქტიურობით გამორჩეული სეზონია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტრენდს შევინარჩუნებთ. სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. როგორც ტურისტულ კომპანიები, ასევე ორგანიზაციები ჩვენი სერვისებით აქტიურად სარგებლობენ.
განსხვავებული კონცეფციის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა ყველაზე კარგი ხედებით და მიმზიდველი ინტერიერით, ეკომეგობრულია და უნიკალური სამზარეულო აქვს. ეს ყველაფერი სასტუმროს დატვირთულობაზე აისახება“, - ამბობს ,,ფალიანის“ წარმომადგენელი.
რაც შეეხება ფასს, მისი ინფორმაციით, ყველა სეგმენტის დამსვენებელზეა გათვლილი და განსხვავებულია სხვადასხვა სეზონზე, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური შეკვეთების შემთხვევაში.
ცნობისთვის, სასტუმრო ,,ფალიანი“ 2022 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს საოჯახო ნომრებსა და ჰოსტელს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი და ბარი, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება. სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.