სვანეთი საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალის მასპინძლობით მდგრადი ტურიზმის გლობალურ რუკაზე პოზიციებს იმყარებს
20-22 ივლისს, სვანეთში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი იმართება, რომელიც მსურველებს სალაშქრო მოგზაურების 2 ფორმატს: HIGHLANDER Pegasus და HIGHLANDER Orion - სთავაზობს.
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დამატებით ღონისძიებებში: კულინარიული მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი ხელსაქმის მასტერკლასები, საგანმანათლებლო და სხვადასხვა თემატური სესიები, და ისიამოვნონ ადგილობრივი ფოლკლორული საღამოებით.
სვანეთის ლაშქრობის ფესტივალი ორგანიზებულია, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მზარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით. ფესტივალის მხარადაჭერები ასევე არიან, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და MTA.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.