სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026 გაიმართება
სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026 გაიმართება
რევაზ სოხაძე | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ირაკლი ნადარეიშვილი | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ლევან ვეფხვაძე | საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ელენე ოთარაშვილი | Hospitality Investment Forum Tbilisi-ს
აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ვეფხვაძე | HSC Group Hospitality-ს დირექტორი
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.