მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიული მუშაობის შედეგად მივიღეთ რეკორდული საერთაშორისო მოგზაური და გაზრდილი შემოსავლები – მაია ომიაძე

news image

2025 წლის 6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით არის გაზრდილი. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლრდ დოლარს მიაღწია.

„მივიღეთ 1-2 კვარტალის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიიდან – ეკონომიკაში დაგენერირდა უპრეცედენტო, თითქმის 2 მლრდ აშშ დოლარი, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ის ქვეყნები, საიდანაც განსაკუთრებით მოიმატა შემოსავლებმა: ეს არის ისრაელი – პირველ ადგილზე, ბრიტანეთი და ევროკავშირი მოყვება მას, ასევე საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას აქვს ტურიზმისა და ავიაციის განვითარების მიმართულებით, მიჰყვება ფეხდაფეხ შემოსავლებს.

ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა და ზუსტად ანალოგიურად, საიდანაც იზრდება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, ზუსტად ანალოგიურად იზრდება შემოსავლებიც. ასევე, ჩვენი კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, სწორედ ამ ბაზრებზეა ორიენტირებული.

შარშან და წელს ახალი ავიარეისები და სიხშირეები სწორედ ამ მიმართულებებიდან დაგვემატა, რაც მთლიანობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიული მუშაობის შედეგად მივიღეთ რეკორდული საერთაშორისო მოგზაური და გაზრდილი შემოსავლები“, – აცხადებს მაია ომიაძე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას – 1,145.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა:

ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ აშშ დოლარით, 37.9%-ით და შეადგინა 241.9 მლნ აშშ),

ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ აშშ დოლარით, 12.5%-ით და შეადგინა 277.0 მლნ აშშ),

აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ აშშ დოლარით, 30.7%-ით და შეადგინა 102.6 მლნ აშშ),

საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ აშშ დოლარით, 18.9%-ით და შეადგინა 38.8 მლნ აშშ),

სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ აშშ დოლარით, 2.8%-ით და შეადგინა 66.0 მლნ აშშ).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა