Starring Georgia-ს მასშტაბური ღონისძიებები, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს – მაია ომიაძე
საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში Bruno Mars-ი იმღერებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.
მისივე განმარტებით, Starring Georgia-ს ფარგლებში იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.
„1-ელ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.
თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს საერთაშორისო, მსოფლიო კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს“, - აცხადებს მაია ომიაძე.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars-ი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.
პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა.
„Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან საქართველოს ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream“,-აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
29.09.2025.16:50
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.
ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.