მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, საქართველოს წელს უპრეცედენტოდ ბევრი ტურისტი ეწვევა

news image
mbc image

„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, წელს საქართველო უპრეცედენტოდ ბევრ ტურისტს ელოდება. მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის თბილისს 20 000-მდე ტურისტი ეწვევა, რაც გასული 2 წლის მუსიკალური სეზონის ჯამურ მაჩვენებელსაც კი აღემატება. 

აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბილეთების სტატისტიკის მიხედვით, უცხო ქვეყნებში მცხოვრები მელომანების ინტერესი არა მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის, არამედ „Starring Georgia-ს“ მიერ უკვე დაანონსებული სხვა არტისტების — „Guns N' Roses-ისა“ და „Empire Of The Sun-ის“ კონცერტების მიმართაც მზარდია.

წელს განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ მელომანები ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად: ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან თუ ბულგარეთიდან. ტიმბერლეიკის კონცერტისთვის ბევრი ტურისტი ჩამოდის, ასევე, აშშ-დან და კანადიდანაც კი. გარდა ამისა, საკმაოდ მასშტაბური იქნება ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთა შორის წელს ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ. ჩვენს ქვეყანას, ასევე, ესტუმრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და კატარიდან.

აღსანიშნავია, რომ წელს უჩვეულოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორებიც არიან: იაპონია, ტაილანდი, ვიეტნამი, ფილიპინები და სხვა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ყველა, ანუ 55 000 ბილეთი რეკორდულად სწრაფად, 6 საათში გაიყიდა. საქართველოდან ბილეთები 35 000-მდე მომხმარებელმა შეიძინა.

თუ „Starring Georgia-ს“ გასული 2 წარმატებული სეზონის ფარგლებში საქართველოს 18 750 ტურისტი ეწვია, წელს მათი რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. წლევანდელ „ვარსკვლავთცვენას“ „ციცინათელაში“ 30 მაისს დაგეგმილი „Guns N' Roses-ის“ კონცერტი გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მაისშივე დაიწყება. გააქტიურდება სასტუმროები, რაც, თავის მხრივ, კვების, ტრანსპორტირებისა და ტურიზმის მომიჯნავე სხვა სფეროების გააქტიურებას გამოიწვევს. გააქტიურდებიან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც ათობით ათას ტურისტს საკუთარ მომსახურებას შესთავაზებენ. 

თუ ციფრებზე ვისაუბრებთ, გასული 2 წლის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „Starring Georgia-ს“ მიერ გამართული ღონისძიებების ფარგლებში, მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საბოლოო ჯამში, 2 წლის განმავლობაში „Starring Georgia-მ“ 125 000 მელომანი გააერთიანა, გასული წლის მაისში კი, არატურისტულ სეზონზე 2-ჯერ შეძლო შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც წელს უნდა ველოდოთ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Ryanair-მა Google Cloud-თან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა - ავიაკომპანიის ოპერაციებში AI-ის გამოყენებას აფართოებს

21.08.2026.13:00

Ryanair-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ახალი, ხუთწლიანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების პარტნიორობის ფარგლებში, ოპერაციებში Google-ის Gemini-ის AI ინსტრუმენტებსა და DeepMind-ის მოდელებს დანერგავს. ტექნოლოგია, მათ შორის, ეკიპაჟის განრიგის მართვასა და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ი Alphabet-ის Google Workspace-სა და Google Cloud-ის სერვისებს საკუთარი ქსელის მასშტაბით 35,000 თანამშრომელს მიაწვდის. ეს ნაბიჯი კომპანიის იმ გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს, რომლის მიხედვითაც Ryanair-ი 2034 წლისთვის ყოველწლიურად 300 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა