მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.1
0.0079
flag
AZN 1.5918
-0.0005
flag
CNY 38.044
-0.0026
flag
EUR 3.1203
-0.0139
flag
GBP 3.5401
-0.0113
flag
KZT 52.17
-0.0005
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7067
-0.0006

სკანდინავიური ავიაკომპანიის შემოსვლა ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს ქმნის - ნატა კვაჭანტირაძე

news image

ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა და ოპერირების დაწყება მისასალმებელია - ასე გამოეხმაურა საქართველოს ავიაბაზარზე სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიის Norwegian-ის შემოსვლას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.

„განსაკუთრებით საყურადღებოა და მისასალმებელია დაბალბიუჯეტიანი ავიამიმოსვლა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით, რადგანაც თვითონ კერძო სექტორი ძალიან დიდ რესურსს დებს იმაში, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს. ამ მხრივ პირდაპირი ავიამიმოსვლა, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებიდან, ბიზნესს დაეხმარება ფოკუსირება გააკეთოს სწორედ ამ მიმართულებაზე. სკანდინავიის მიმართულება, როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით, ძალიან სასარგებლოა და ბიზნესს დაეხმარება.

ნებისმიერი ტურისტული კომპანია პირდაპირ ავიამიმოსვლას აბამს თავისი შეთავაზების მრავალფეროვნებას და, თავისთავად, დანიელი ტურისტები - ზოგადად სკანდინავიელი ტურისტები - საინტერესო მოგზაურები არიან, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა, რათა აღმოაჩინონ ახალი დანიშნულების ადგილი. ისინი აქცენტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის კულტურაზე, ბუნებაზე, ეკომიმართულებებზე და, თავისთავად, ძალიან მისასალმებელია ახალი მიმართულების დამატება და პირდაპირი ფრენების დანიშვნა,“ - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

Norwegian-ი სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა და ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოდინების წინაპირობა გახდება.

„ტურისტის ხარჯვითი წილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვთავაზობთ და ზოგადად ქვეყანა რას სთავაზობს. ასევე დამოკიდებულია იმაზე, რა შეთავაზებები აქვს თვითონ ბიზნესს, კერძო სექტორს, ტურისტულ კომპანიებს - როგორ სწორად შეფუთავენ პროდუქტს და ისე მიაწვდიან მომხმარებლებს იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთონ სწორედ საქართველოზე. ამ შემთხვევაში თვითონ ევროპელი მომხმარებელი ძალიან ფრთხილია მოგზაურობის დაგეგმვისას. ისინი არჩევენ ქვეყანას, სადაც გათვალისწინებულია ქვეყნის შიგნით არსებული ყველა შესაძლო ტურისტული პოტენციალი იმისთვის, რომ მათი ინტერესის სფერო იყოს დაკმაყოფილებული. საქართველო მათთვის იქნება საინტერესო, როგორც ავთენტური, დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერებენ ალბათ ტურისტული კომპანიები საკუთარ შეთავაზებებს. ჩვენი ქვეყანა, როგორც კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი საინტერესო, ძველი კულტურის მქონე ქვეყანა, მათთვის მიმზიდველი იქნება, რადგანაც ევროპელებისთვის ეს ხაზი ძალიან მისაღებია. ასევე, საინტერესოა ჩვენი გასტრონომია და ღვინოც, და თავისთავად ეს ყველაფერი შეთავაზებების სიმრავლეზე იქნება დამოკიდებული,“ - განმარტავს კვაჭანტირაძე.

Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.

ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო  ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ  აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image სკანდინავიური ავიაკომპანიის შემოსვლა ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს ქმნის - ნატა კვაჭანტირაძე

20.11.2025.19:34

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა