მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება - Turebi.Ge-ს მაგალითზე რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი 

news image

Turebi.Ge - ეს არის ყველა ტურისტული სერვისი ერთ სივრცეში. კომპანიაში Turebi.Ge, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, საზღვარგარეთ დასვენების ყოველწლიურ ზრდაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ უკვე საქართველოშიც აქტიურად დაიწყეს წინასწარი ჯავშნებს გაკეთება.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნინი ადამია აცხადებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი თურქეთის საზღვაო კურორტები და კვიპროსში აია ნაპას მიმართულებაა. 

„ჩვენი კომპანია Turebi.Ge ამ ეტაპზე მხოლოდ გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და შემომყვანი მიმართულება არ გვაქვს. გამყვანი მიმართულებით სტანდარტულად თურქეთის საზღვაო კურორტებია მოთხოვნადი, როგორც ეგეოსის ისე ხმელთაშუა ზღვის კურორტები. ეს არის კანადაში, ანტალია არის ძალიან აქტიური. კარგია იმ კუთხით, რომ თურქეთის მიმართულებით ყოველდღე გვაქვს რეისები და მგზავრებს ვთავაზობთ, როგორც 4-5 ღამიანი და მეტი რაოდენობით დასვენებას. ბოლო3-4 წელია საქართველოში ძალიან მოთხოვნადია კვიპროსის მიმართულება. აია ნაპა - იმიტომ, რომ ბიუჯეტური მიმართულება არის და დაახლოებით 800 ლარიდან შეგვიძლია შევთავაზოთ და ძირითადად ახალგაზრდებს იზიდავს ეს მიმართულება, რადგანაც აქტიური დასვენებისთვისაა რეკომენდებული.

წელს ძალიან აქტიური გვაქვს ასევე კრუიზები, ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით საკრუიზო ტურებს ვთავზობთ მგზავრებს და უკვე კომბინირებული ტურები გამოდის ევროპის მიმართულებით, რაც იმას გულისხმობს, რომ შეუძლიათ 6-7 -დღიან მოგზაურობაში იტალია, საფრანგეთი, ესპანეთის კურორტები მოინახულონ“, - აცხადებს ნინი ადამია. 

მისივე თქმით, საქართველოში ზაფხულის მოგზაურობის დაგეგმვას ხშირად უკვე ნოემბრიდან იწყებენ. 

„მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. აღვნიშნავ იმას, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს წინასწარი ჯავშნების გაკეთება. მაგალითად, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი - ამ პერიოდიდან უკვე აქტიურად იგეგმებოდა ზაფხულის ტურები. რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც სურს, რომ შედარებით ბიუჯეტურად იმოგზაურონ, ან თანხა რამდენიმე ეტაპად გადაანაწილონ ყველა სეგმენტს ვერგებით ამ კუთხით. 

რაც შეეხება ფასებს, მაგალითად თურქეთში დასვენებაზე დაახლოებით შარშანდელი ფასებია. თუ არ არის საუბარი „ცხელ ტურებზე“, შარშან და შარშანწინაც თურქეთში 5-6-ღამიან დასვენებაზე 2300 ლარიდან უნდა განესაზღვრათ და წელსაც იგივე ფასებია“, - აცხადებს Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორი. 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აგვისტო უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი - რა სერვისებს სთავაზობს Wine Space დამსვენებლებს

15.07.2025.16:00

აგვისტოს თვე უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი წინასწარ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან რაჭაში მდებარე გლემფინგ კოტეჯების Wine Space-ს დამფუძნებელმა მარიამ მარგიანმა განაცხადა. 

Wine Space ბაზარზე ბაზარზე უკვე 7 წელზე მეტია ოპერირებს და სტუმრებს შორის როგორც უცხოელი, ისე ქართველი დამსვენებლების მნიშვნელოვანი წილი ფიქსირდება.

„ჩვენ აქტიურად 2019 წლიდან ვფუნქციონირებთ, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სეგმენტს რაც შეეხება გვყავს, როგორც ქართველი სტუმრები, ასევე სტუმრები ევროპიდან. 

2024 წელს ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა 40/60-ზე იყო. საკმაოდ ბევრ სტუმარს ვიღებთ ისრაელიდან. ასევე, 2024 წელს ბევრი სტუმარი მივიღეთ გერმანიიდან. 

რაც შეეხება მიმდინარე ტურისტულ სეზონს – აგვისტოს თვეზე წინასწარი ჯავშნების მიხედვით უკვე გაყიდულია 60%-ზე მეტი.

ველოდებით, რომ დატვირთულობა კიდევ გაიზრდება. რაჭის მიმართულებით წელსაც აქტიურია ისრაელის ბაზარი, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, გერმანიიდან სტუმრების ნაკადი შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპზე ჯავშნები საკმაოდ შერეულია და ძნელია კონკრეტული ქვეყნების გამოყოფა – ინტერესს იჩენენ სხვადასხვა რეგიონიდან. რაჭა ბევრისთვის სპეციფიკური, ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა და შესაბამისად, არ აქვს ისეთი მასშტაბური პრომოუშენი, როგორიც თბილისს, ბათუმს ან სხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებს.

რაც შეეხება გლემფინგ სივრცეებს – ისინი მაღალი კატეგორიის სასტუმროს ყველა სერვისს სთავაზობენ სტუმარს, ტყის გარემოში სრულად ბუნებრივ გამოცდილებასთან ერთად. გლემფინგებიდან ერთ-ერთი დამატებით აღჭურვილია პირადი გარე ჯაკუზით, რაც განსაკუთრებით პოპულარულია სტუმრებს შორის,“ – აღნიშნავს Wine Space-ის დამფუძნებელი.

გარდა განთავსებისა Wine Space საკუთარ სტუმრებს სხვადასხვა სერვისებსაც სთავაზობს.

„ადგილზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მეწარმეებთან და ჩვენს სტუმრებს ერთობლივად ვთავაზობთ სხვადასხვა საცხენოსნო ტურებს, კატერით გასეირნებას შაორის ტბაზე. ასევე, ჩვენ თვითონვე ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელსაც ჩვენს დამსვენებლებს ვთავაზობთ“, - აცხადებს მარიამ მარგიანი. 

Wine Space-ს ინფრასტრუქტურა მოიცავს ტყის შუაგულში 3 სხვადასხვა კატეგორიის გლემფინგს და 100-წლიან ხის ვილას.

„ადგილზე ამ დროისათვის გვაქვს 3 გლემფინგი და 100 წლის აღდგენილი ვილა. სულ დაახლოებით 23 ადამიანის მიღების საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე“, - აცხადებს Wine Space-ს დამფუძნებელი.

Wine Space სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს, თუმცა მაინც ყველაფერი გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ტურიზმის განვითარება არსებული ტემპით გაგრძელდება თუ არა.


„გაფართოება დამოკიდებულია მიმდინარე ვითარებაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალურად მოვლენები. თუმცა გეგმები გვაქვს და უფრო გლემფინგის მიმართულების განვითარებას განვიხილავთ. ჩვენ ინფრასტრუქტურას ყოველწლიურად ვავითარებთ და მომხმარებელს ყოველწლიურად სიახლეებს ვთავაზობთ“, - განმარტავს მარიამ მარგიანი.

Wine Space-ის მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 2 ღამეს შეადგენს და როგორც ტურისტულ ობიექტში განმარტავენ, აქ სხვაობა უცხოელ და ქართველ სტუმარს შორის არ არის.


„ზოგადად რაჭაზე დიდხნიანი ჯავშნები ნაკლებადაა, საშუალო კი 2-3 დღეა“, - აცხადებს მარიამ მარგიანი. 

Wine Space ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს - უფრო კონკრეტულად კი ამბროლაურის ცენტრიდან და აეროპორტიდან ავტომობილით 8 წუთის სავალ გზაზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა