მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ტურისტების მზარდი დინამიკა - თორნიკე რიჟვაძე

news image

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ქონდა.

„საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები.

2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა იმ კამპანიამ და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო  2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით.   ფრენების მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით,ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა