მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

სასტუმროში მუდმივი ზრდა გვაქვს და წელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგები დაფიქსირდა - დიანა ჩომახაშვილი

news image

მთის კურორტ „განთიადის“ მმართველი პარტნიორისა და დირექტორის, დიანა ჩომახაშვილის შეფასებით, მიმდინარე ზამთრის სეზონი სტაბილურად პოზიტიური ტენდენციით მიმდინარეობს. ჩომახაშვილი აღნიშნავს, რომ განახლებული ფორმატით ოპერირების ოთხი წლის განმავლობაში სასტუმრო ყოველწლიურად საშუალოდ 15%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

„ჩვენი სასტუმრო „განთიადი“ უკვე მეოთხე წელია ბაზარზე განახლებული სახით წარსდგა. მუდმივი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს - ეს არის საშუალო 15%-იანი ზრდა, რაც გასულ წელსაც დაფიქსირდა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია,“ - აცხადებს ჩომახაშვილი.

მიმდინარე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დიანა ჩომახაშვილი განმარტავს, რომ „განთიადში“ სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია და სასტუმრო სტუმრებს სრულფასოვან ზამთრის გამოცდილებას სთავაზობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კურორტი უშუალოდ ბაკურიანში არ მდებარეობს, ლოკაცია და ბუნებრივი პირობები სტუმრებს ანალოგიურ გარემოს უქმნის. „რაც შეეხება ჩვენს ზამთრის სეზონს, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ დასრულებულა ‘განთიადში’. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში არ ვართ, ძალიან ახლოს ვიმყოფებით და თოვლიანობაც ისეთივეა, როგორიც ბაკურიანში, ამიტომ სეზონი კვლავ გრძელდება. ცოტა თბილმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა სეზონი პოზოტიურად მიმდინარეობს,“ - აცხადებს ჩომახაშვილი.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება კურორტის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ის პროექტები, რომლებიც რეგიონული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ჩომახაშვილის შეფასებით, მიმდინარე წელს პრიორიტეტად რჩება ახალი ბაზრების ათვისება და სერვისების შემდგომი განვითარება. „წლევანდელ მიზნებში შედის ჩვენთვის ახალი ბაზრების ათვისება, რისთვისაც ადგილობრივი სერვისების განვითარება, მათ შორის დამატებითი ბილიკების მოწყობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია,“ - ამბობს იგი.

2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმი - 5,521,866 ვიზიტი შეადგინა. 2024 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ით მეტია. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელიც 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ

13.04.2026.14:29

ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.

ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.

ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა