მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

სასტუმროში ევროპის ქვეყნებიდან ჯავშნების წილმა 40-50%-ს მიაღწია - Sputnik Hotel Batumi

news image

პანდემიამდე ჩვენთან ძალიან ცოტა ევროპელი სტუმარი მოდიოდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ  ევროპელმა ტურისტებმაც უფრო დაიწყეს შემოსვლა, რაც ძალიან კარგია რადგანაც საბოლოო ჯამში გვინდა, რომ ფოკუსი გავაკეთოთ ევროპაზე და ევროპულ ქვეყნებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Sputnik Hotel Batumi-ს ოპერაციების მენეჯერმა ასლან კახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს სასტუმროში შესული ჯავშნებიდან ძირითადად უცხოური ქვეყნები ლიდერობენ, მათ შორის კი არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი და ირანი. რაც შეეხება ევროპელ სტუმრებს, მათი რაოდენობა სასტუმროში გაზრდილია და 2023 წლის მაჩვენებლებით საერთო სტუმრების 40-50%-საც კი მიაღწია. 

„სასტუმროში ამჟამად 152 ნომერი და 3 რესტორანი გვაქვს. გვაქვს ასევე 1 დიდი საკონფერენციო სივრცე და 2 პატარა საკონფერენციო ოთახი. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს აქტიურად ვთავაზობთ სარესტორნო მომსახურებას, ღია და დახურულ აუზებს. ასევე გაქვს სპა.

უცხოური ჯავშნებიდან ლიდერობენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი და ირანი. გეტყვით, რომ ირანი, რომელიც წლების უკან ტოპ-ვიზიტორებში იყო, ახლა კი თანდათან იზრდება.

2014-2015 წლებში ირანული ბაზარი ძალიან აქტიურობდა. ჩვენი თითქმის ყველა სტუმარი ირანიდან იყო. ირანელი ტურისტების შემომყვან სააგენტოებზე ბლოკებადაც კი გვქონდა ნომრები გაყიდული.

რაც შეეხება სტუმრებს  ისრაელიდან, იცით, რომ ომის დაწყების პერიოდში თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა და ახლა, რომ გითხრათ ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდაო ტყუილი გამომივა. კი გააქტიურდა, მაგრამ იმ მაჩვენებლებზე არ ასულა, რაც ომის დაწყებამდე იყო“, - ამბობს ასლან კახიძე.

მისივე განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე შარშანდელთან შედარებით  Sputnik Hotel Batumi-ში ჯავშნების რაოდენობა გაზრდილი არ არის, 3-4%-იანი კლება ფიქსირდება. 

„დატვირთულ სეზონს ველოდებით, თუმცა არ ვთვლით, რომ 100%-იან დატვირთულობაზე ავალთ, რადგანაც არსებული სურათი ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს. სადღაც 70-80%-იანი დატვირთულობა გვექნება ივლის-აგვისტოში, განსაკუთრებით კი აგვისტოში როცა ყველაზე ცხელი სეზონია“, - ამბობს სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი.

როგორც Sputnik Hotel Batumi-ს მენეჯერი ამბობს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვამდე, ხდება კონკრეტული ბაზრების შესწავლა, თუ რა მოთხოვნილებებია და რა მოსწონთ მათ. და ამის შემდეგ იწყება შესაბამის მარკეტინგულ კამპანიები.

„ძირითადი ჩვენი მარკეტინგული ხერხი, რათა უფრო მეტს გავაცნოთ ჩვენი სასტუმრო, ეს არის უცხოეთში სარეკლამო კამპანიის გაშვება“, - ამბობს კახიძე.

ირკვევა, რომ წელს Sputnik Hotel Batumi-ს მომსახურების ტარიფები ოდნავ შემცირებულია, რასაც მენეჯმენტში მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. დღეისათვის აგვისტოს თვეზე ჯავშნის მინიმალური ღირებულება 70 დოლარის ეკვივალენტი ლარია. 

სასტუმროს მენეჯმენტს 2012 წლიდან კომპანია „დელტა ჯორჯია“ ახდენს, რომელიც ზრუნავს სასტუმროს განახლებაზეც, ასლან კახაძის თქმით, სასტუმროს განახლების პროცესი ყოველწლიურად ხდება და ეს საჭირო პრეცესია. 

სასტუმრო Sputnik მდებარეობს აჭარის რეგიონის ქალაქ ბათუმში,  2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და  ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. სასტუმროს უჭირავს 9308 მ2 ტერიტორია, გარშემორტყმულია ულამაზესი ტროპიკული ბაღით , რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.

სასტუმრო Sputnik  გთავაზობთ  უგემრიელეს ქართულ  ტრადიციულ სამზარეულოს და მომსახურების მაღალ სტანდარტებს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აგვისტო 95 %-იანი დატვირთულობით მიმდინარეობს - Lopota Lake Resort & Spa

18.08.2025.12:25

ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა