მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

სასტუმრო უკვე საკმაოდ დატვირთულია, აქტიურად შემოდის ჯავშნები - Borjomi Palace Hotel

news image

Borjomi Palace Hotel-ი არსებული ჯავშნებით კმაყოფილია და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალ დატვირთულობასაც ელოდება, თუმცა გარკვეულწილად ისრაელიდან პირდაპირი ფრენების განახლებაზეც არის დამოკიდებული, რადგანაც ივლისში ამ ბაზრიდან საკმაოდ ბევრი ჯავშანი აქვს.

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა ანა შირინიანმა განაცხადა, Borjomi Palace Hotel-ში აქტიური სეზონი უკვე დაიწყო

„სასტუმრო უკვე საკმაოდ დაკავებულია და მაღალი სეზონი უკვე დაიწყო. აქტიურად შემოდის ჯავშნები. ივნისში ჯავშნების 65%-ი უკვე გაყიდულია, ხოლო ივლისში კი 77%-ი.

ჩვენს სასტუმროს როგორც წესი თავისი სეგმენტი ჰყავს და ჯავშნებს ყოველწლიურად აქტიურად ვიღებთ და ივნისი-ივლისი-აგვისტო ყოველთვის საკმაოდ მოთხოვნადია. არსებული მაჩვენებლებით თითქმის შარშანდელის დონეზე ვართ“, - განმარტავს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.

Borjomi Palace Hotel-ის მაგალითზე ადგილობრივ დამსვენებლებს უცხოელი სტუმრები სჭარბობენ.

„უცხოური ბაზრებიდან აქტიურობს ყაზახეთი, ისრაელი, თურქმენეთი, უზბეკეთი. თუმცა ისრაელიდან ჯავშნებს რაც შეეხება ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო პერიოდში დაგვემატა ასევე აზერბაიჯანი და გააქტიურდა სომხეთიც“, - ამბობს Borjomi Palace Hotel-ის გაყიდვების მენეჯერი.

სასტუმრო Borjomi Palace საკუთარ მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, აქ არის სპა და როგორც სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Borjomi Palace Hotel-ის სპა ცენტრი არის ადგილი, სადაც სტუმარს შეუძლია ისიამოვნოს სხვადასხვა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი თერაპიით. სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების გარდა, სპა ცენტრი ვიზიტორებს სთავაზობს მასაჟს, საუნას, გარე და შიდა აუზს, ასევე ფიტნეს დარბაზს.

თუმცა Borjomi Palace Hotel-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სამკურნალო, გამაჯანსაღებელი პროცედურებია, რომელზედაც უცხოელი სტუმრების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ირკვევა, რომ Borjomi Palace Hotel-ის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და კვალიფიციური პერსონალის კომბინაციას წარმოადგენს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის, კუნთოვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებების, მეტაბოლური დარღვევებისა და ნერვული სისტემის დარღვევების სრული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია სამედიცინო ცენტრის სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთი დაწესებულების ფარგლებში გადაჭრან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პრობლემა.
ძირითადი აქცენტი კეთდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროფილაქტიკურ მკურნალობაზე. ბალნეოლოგიური განყოფილება გთავაზობთ თითქმის ყველა სახის თერაპიულ და აღმდგენი აბაზანებს.
სამედიცინო ცენტრის ფიზიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები, ელექტროტალახისა და პარაფინის აპლიკაციები, ულტრაბგერითი თერაპია, ღრძილების ირიგაცია, ინჰალაციები და გინეკოლოგიური პროცედურები.

Borjomi Palace Hotel-ი მდებარეობს საკურორტო ქალაქ ბორჯომის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმროს შენობა 1876 წელს გამოიყენებოდა სანატორიუმად, 2013 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. „BORJOMI PALACE HEALTH & SPA CENTER“ ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა მისი მრავალფეროვანი დასასვენებელი, გამაჯანსაღებელი და გასართობი სერვისებით. აქ შესაძლებელია როგორც ბალნეოლოგიური, ასევე სპა მკურნალობა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „პარაგრაფს“ ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა

16.07.2025.16:35

პარაგრაფს ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა. სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები.
„შემოგვიერთდით ყოველდღე, რათა დატკბეთ ჰორიზონტის მშვენიერებით, შეიგრძენოთ ზღვის სიო - ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს მუსიკასთან და დატკბეთ შეკვეთილის მზის ჩასვლის ცქერით“,-
Horizon Paragraph . პარაგრაფის ჰორიზონტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა