მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება

news image

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია  „გამომყევი აჭარაშიიწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს რეგიონში იმოგზაურონ. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონსაინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და  კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ

 

კამპანიაგამომყევი აჭარაშირეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამგამომყევი აჭარაშისოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების  მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა

 

პროექტიგამომყევი აჭარაშითანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევსსამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა  განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები

 

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონსამოგზაურო პაკეტშიმითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს  150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.

 

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image იმედი მაქვს კარგი ციფრები გვექნება - მაია ომიაძე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

28.08.2025.16:00

ქვეყანაში ბევრი უცხოელი მოგზაურია, - ასე აფასებს თითქმის ფონალში გასულ ზაფხულის ტურისტულ სეზონს Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.

მისი თქმით, სეზონის დეტალური შეფასება ნაადრევია, რადგან ჯერ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, ტურისტულ ლოკაციებზე მოგზაურების სიმრავლე უკვე შესამჩნევია.

„თვალით და შეგრძნებებით ძალიან ბევრი მოგზაურია საქართველოში, როგორც დედაქალაქში, დიდ ქალაქებში, ისე საზღვაო და პატარა კურორტებზეც. მე თავადაც თუშეთში ვიყავი ცოტა ხნის წინ და სავსე იყო ტურისტებით, განსაკუთრებით ევროპელი მოგზაურებით. თუშეთი ისეთი ტურისტული პროდუქტია, რომ ბევრია ფეხით მოსიარულე, ჰაიკინგის მოყვარული, ბაიკერებიც შეგვხვდნენ პოლონური და გერმანული ნომრებით“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მაია ომიაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე მუშაობა გრძელდება და მოლოდინით ელის მეორე კვარტლის მონაცემებს:

„ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია და რაზეც ვმუშაობთ, სწორედ ამ ბაზრებიდან მოდის ვიზიტორთა უმეტესობა. დაველოდოთ მეორე კვარტლის შედეგებს - იმედი მაქვს, კარგი ციფრები გვექნება“, - განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა