მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია, ასევე რეკორდულია საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობაც, რომელმაც 3.2 მილიონი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებლები მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც დადებითად აისახება სხვადასხვა დარგების, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე.

„ტურიზმისა და ავიაციის რეკორდული ციფრების სტატისტიკა სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მთავრობის პოლიტიკა სწორია და ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ დარგების განვითარებას, არამედ, ზოგადად, ეკონომიკის წინსვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ჩვენ, ერთი მხრივ, ვიმუშავეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე სამიზნე ქვეყნებთან და მეორე მხრივ, სწორმა მარკეტინგულმა კამპანიამ გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ციფრებში გამოიხატება. მიმდინარე წელი გამოირჩეოდა ახალი ავიამიმართულებების, ახალი ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოყვანით და გაზრდილი სიხშირეებიით, რაც პირდაპირ კავშირშია ტურისტული ვიზიტების ზრდასთან.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოპერირებს 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი რეკორდულ მაჩვენებლებს მთავარი სამიზნე ბაზრებიდან - ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ყურის ქვეყნებიდან, რაც ცალსახად უკავშირდება როგორც პირდაპირი ფრენების ზრდას, ისე მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო კვარტლებში სამიზნე ბაზრებიდან კვლავ რეკორდული ოდენობის ტურისტი ჩამოვა,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა - საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ა.შ. 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული ვიზიტების რეკორდულ ზრდაზე ყურის ქვეყნებიდან - 2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოშ, 47,430 ვიზიტი შედგა, რაც 10.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტები განსაკუთრებით გაიზარდა საუდის არაბეთიდან,  კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა