საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - სებ
2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%).
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის II კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
ქვეყანა |
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
აზერბაიჯანი |
54.0 |
ბელარუსი |
19.9 |
თურქეთი |
151.4 |
ირანი |
29.3 |
ისრაელი |
127.7 |
რუსეთი |
166.0 |
საუდის არაბეთი |
30.1 |
სომხეთი |
37.8 |
უკრაინა |
35.8 |
ევროკავშირი |
173.9 |
დანარჩენი ქვეყნები |
319.3 |
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.18:11
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთმა უმასპინძლა. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნა, რის შემდეგაც მსმენელის წინაშე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები “MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“, „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ წარდგნენ.
„ქობულეთის ფესტივალის მთავარი მიზანი არის ერთის მხრივ აქ მყოფი ვიზიტორებისთვის და ადგილობრივებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა, საზაფხულო განწყობის შექმნა და მეორეს მხრივ ქობულეთის, როგორც ტურისტული მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაცია, მეტი ადამიანისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ქობულეთი მზად არის საინტერესო პროდუქტებითა და სერვისებით უმასპინძლოს მათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგა ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც. საფესტივალე სივრცეში განთავსებული იყო კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ჰქონდათ. „ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართა.