საქართველოსა და ესპანეთის დედაქალაქს შორის ფრენები განახლდა, რაც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა - ლევან მოსეშვილი
საქართველოსა და ესპანეთის დედაქალაქს შორის ფრენები განახლდა, რაც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ქუთაისსა და მადრიდს შორის პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ახორციელებს, ხოლო რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი ესტუმრა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.