მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

საქართველოს ტურიზმის ზრდა: Voyager-ი ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების მზარდ ინტერესზე საუბრობს

news image

საქართველოში რამდენიმე უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელი (GSA), ტურისტული კომპანია Voyager-ი მიმდინარე ზაფხულში საქართველოს მიმართ უცხოელი ტურისტების დიდ ინტერესზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Voyager-ის დირექტორმა, სოფო აზარაშვილმა განაცხადა, ყურის ქვეყნებიდან და ასევე ინდოეთიდან საქართველოსადმი ინტერესი მზარდია, რასაც თავის მხრივ სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

"Voyager-ი" ძირითადად ყურის ქვეყნების ბაზრებზე მუშაობს: საუდის არაბეთზე, ქუვეითზე, კატარზე, ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე. ასევე ვმუშაობთ ინდოეთის ბაზარზე. ამ ბაზრებიდან მოთხოვნა კვლავ ძალიან კარგია. ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყურის ქვეყნებიდან ტურისტები საკმაოდ აქტიურად ჩამოდიან.

ვინაიდან ზაფხულში ბავშვებსაც არდადეგები აქვთ და მათ ოჯახებით მოგზაურობა მოსწონთ, ამიტომ ამ პერიოდში უფრო გრძელვადიანად მოგზაურობენ საქართველოში. თუკი წლის სხვა პერიოდში ჩამოდიან 4-5 ღამით, ახლა უკვე ჩამოდიან 8-10 ღამით, ეს საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან კარგია, რადგანაც სასტუმროები უფრო კარგად იტვირთება. ეს ადამიანები ძირითადად ჩამოდიან თბილისში; თბილისიდან შემდეგ მოგზაურობენ გუდაურში, ყაზბეგში, ხოლო ზაფხულის სეზონზე მათთვის ასევე ძალიან აქტუალურია ბათუმი. მოგზაურობენ ასევე კახეთში“, - განმარტავს სოფო აზარაშვილი. 

Voyager-ის დირექტორის თქმით, წელს ყველაზე მეტი ზრდა ინდოეთიდან ფიქსირდება, რადგანაც ეს მიმართულებ აქტუალური ხდება.

„რამდენიმე თვის წინ ავიაკომპანია IndiGo-მ დაამატა ფრენები და რეისებს ყოველდღიურად ასრულებდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ეს ფრენები დროებით შეჩერებულია და დიდი ალბათობით, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები უკვე აგვისტოდან განახლდება. თუ IndiGo თბილისში აქამდე მხოლოდ დელიდან დაფრინავდა, უკვე დაემატება მუმბაიც, რაზეც ავიაკომპანიასთან შეთანხმება გვაქვს. ვინაიდან IndiGo-სთვის საქართველო საინტერესო მიმართულება უკვე გახდა, გეგმაშია, რომ მუმბაიდან ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს“, - აღნიშნავს Voyager-ის ხელმძღვანელი.

კომპანია Voyager-ში ამბობენ, რომ ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მხარჯველუნარიანი ტურისტები საუდის არაბეთიდან ჩამოდიან. სოფო აზარაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია ასევე ქუვეითის ბაზარი და მიმდინარე ზაფხულში, წინა ზაფხულთან შედარებით, ამ ქვეყნიდან საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა გაზრდილია.

კომპანია Voyager-ის პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მუშაობს როგორც შემომყვანი მიმართულებით, ასევე გამყვანი მიმართულებით. 

„ჩვენი გუნდი წლის განმავლობაში აქტიურად მოგზაურობს ჩვენს სამიზნე ბაზრებში რათა  იქაურ სააგენტოებს ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ და ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება გამყვან ტურიზმს, Voyager-ის მაგალითზე წელს ყველაზე აქტუალური მიმართულებებია თურქეთი, საბერძნეთი და იტალია.

„თუმცა თურქეთი ზოგადად ლიდერობს, რადგანაც ახლოსაა, პირდაპირი ფრენებია , "all inclusive" სასტუმროები მოსახერხებელია ოჯახების მოგზაურობისას. შარშან ძალიან აქტიური იყო ასევე საფრანგეთი, თუმცა წელს, ჩვენს მაგალითზე, საფრანგეთი იტალიამ ჩაანაცვლა. ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას. ეგზოტიკურ მიმართულებებს შორის ბალი და ზანზიბარი არის ის მიმართულებები, სადაც ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ კარგი სეზონია. ხშირად ჰგონიათ, რომ ამ მიმართულებებზე ზამთარში უნდა იმოგზაურონ, თუმცა ეს ასე არ არის, რადგანაც ბალიზე და ზანზიბარზე სამოგზაუროდ საუკეთესო დრო სწორედ რომ ზაფხულია“, - აცხადებს Voyager-ის დირექტორი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება - მაია ომიაძე

16.07.2025.11:00

ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე, -  ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მარკეტინგული აქტივობების მთელი წლის განმავლობაშია გაწერილი და ასევე საქართველოს თემა, როგორც ტურისტული მიმართულებით, აქტიურია საერთაშორისო მედიაშიც. 


„გეგმები ძალიან აქტიური გაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე. იცით, რომ ჩვენთან ზაფხულის სეზონი არამხოლოდ ზღვასთან ასოცირდება სათავგადასავლო ტურიზმის ზაფხულის კომპონენტი მთაში ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს ძალიან კარგი რამდენიმე ფესტივალი გაქვს, ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში. იცით, რომ Starring Georgia  მნიშვნელოვანი პროექტია, რის გამოც საქართველოში ჩამოდიან უცხოელი ვიზიტორები და დამატებითაც რჩებიან. შემოდგომაზე რთველი პერიოდი იწყება, რომელიც ასევე განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტია. მერე ზამთარი მოდის, წელს ძალიან აქტიური და დატვირთული კამპანიები გაქვს. საერთაშორისო გამოცემებში წელს ძალიან ბევრი, მსუყე სტატია მომზადდა. გაქვს წამყვან მედია პლატფორმებთან კამპანიები“, - აცხადებს ომიაძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა