საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე 30-ზე მეტ კომპანიასთან ერთად წარდგა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.
IMTM 2026-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, გამოფენაში ჩართულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები.
IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენას 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
03.04.2026.16:43
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.
დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.
ინფორმაციას სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.