მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნიდერლანდებში, უტრეხტრში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Vakantiebeurs 2026“ მონაწილეობს.
ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ბენილუქსის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენთან და 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდით წარდგა.
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს ატარებს წამყვანი PR კომპანიების, მსხვილი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით.
“ჩვენ ვიმყოფებით ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, სადაც ძალიან პოპულარულ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენთან ერთად მონაწილეობს 10-მდე ტურისტული კომპანია საქართველოდან. იცით რომ აღნიშნული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე. გამოფენის პარალელურად ტარდება დატებითი ღონისძიებები, სადაც B2B შეხვედრები ტარდება, რის ფარგლებშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნეს შეხვედრები გამართონ და პარტნიორები შეიძინონ. ნიდერლანდები,ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენთვის ერთერთი მნიშნელოვანი სამიზნე ბაზარია. ჩვენ ჩავატარებთ დამატებით აქტივობებს, როუდშოებს, რითაც ბევრად მეტ ნიდერლანდელ ტურისტს მოვიწვევთ საქართველოში“.-განაცხადა მაია ომიაძემ.
უტრეხტში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი ბაჩო საგანელიძე.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები, ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს ზამთრის კურორტებს, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტსა და მარშრუტს.
“Vakantiebeurs 2026“-ის ოთხდღიან გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
„Vakantiebeurs 2026“ გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel trade days 2026-ში. B2B ღონისძიების ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისის მიმწოდებლებსა და ე.წ. „ბაიერებს“. შეხვედრებზე საქართველოში ტურისტული ჯგუფების გაგზავნის, ტურების დაგეგმვისა და ღონისძიებების ჩატარების საკითხები განიხილეს.
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის პირდაპირი ავიარეისები სრულდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის გაზრდას ბენილუქსის ქვეყნებიდან.
თბილისსა და ამსტერდამს შორის კვირაში 5 სიხშირით დაფრინავენ Georgian Airways და Transavia.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი

16.01.2026.17:33

2025 წელი სასტუმრო Pullman-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ​სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალურმა მენეჯერმა სებასტიენ ვინსენტმა 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა, 

„ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები.
2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოაღნიშული ქვეყნებიდან“, - აცხადებს  სებასტიენ ვინსენტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).

2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა