მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, პეკინში სამოგზაურო მედია ფორუმში Travel Media Marketplace China - TMM China 2026 მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის წარმომადგენლებმა ჩინეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის მედია ორგანიზაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის პრეზენტაციები გამართეს.

B2B ფორმატში შეხვედრები შედგა მედია ორგანიზაციების რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

ჩინური მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, დაინტერესდნენ საქართველოს კურორტებით, ინფრასტრუქტურითა და სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით.

TMM China 2026-ზე წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი კომპანია, როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

TMM China 2026 ზე საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე და ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ

13.04.2026.14:29

ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.

ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.

ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა