საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ნიუ-იორკის გამოფენასა და სამოგზაურო მედია ფორუმზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში New York Travel & Adventure Show მიიღო მონაწილეობა. ნიუ-იორკის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული კერძო სექტორი.
გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრო. მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო PR და ავია კომპანიების, პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით.
New York Travel & Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებსა და უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიეღოთ ტურისტული პროდუქტებისა და კურორტების შესახებ. სპეციალურად სტუმრებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება და პრეზენტაციები მოეწყო.
გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
სხვა სიახლეები
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი
13.03.2026.13:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.
საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისოღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.