საქართველოს პოზიციონირება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც არის ITB China, სტრატეგიულია და დივერსიფიკაციის უმაღლეს საფეხურს გვიჩვენებს - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მმართველი პარტნიორი
საქართველო ITB China 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს პოპულარიზაციისთვის ITB China-ს პარტნიორობა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ზოგადად, საქართველოს პოზიციონირება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც არის, პირობითად, ITB Berlin ან ITB China, ძალიან სტრატეგიულია და დივერსიფიკაციის უმაღლეს საფეხურს გვიჩვენებს. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ახალი ბაზრების, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ინტერვენცია მოვახდინოთ ამ ტურისტული მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მდგრადი განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ეს ნიშნავს მეტი დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ სირაძე.
მისივე განმარტებით, ბოლო წლებში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მზარდია, რასაც ხელი ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა უვიზო მიმოსვლამაც შეუწყო.
„უვიზო მიმოსვლამ პირდაპირ დაასტიმულირა ეს მიმართულება და პრაქტიკულად საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ აღნიშნული ინტერვენცია და დივერსიფიკაციის მყარი გეგმა ამოქმედდეს. შედეგად უკვე მივიღებთ ახალ, დიდ ბაზარს, რომელიც ყველასთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ინდუსტრიაში“, - ამბობს სირაძე.
მისივე თქმით, ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში ძირითადად კულტურული ტურიზმი იზიდავთ.
„ჩინელ ტურისტებს საქართველოში ძირითადად კულტურული მიმართულება აინტერესებთ - რასაც მასტურიზმს ვუწოდებთ. ბიზნესის სტიმულირებისთვის ეს უზარმაზარი შესაძლებლობაა, რათა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს ეკონომიკაში“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მმართველი პარტნიორი.
წელს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.
საქართველო ITB CHINA გამოფენის გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძელი იქნება. გახსნას ტურიზმის დარგის 700-ზე მეტი ლიდერი, ე,წ. „ბაიერი“ და მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. გამოფენის გახსნის დღეს ლენტის ოფიციალურად გაიჭრება და ე.წ. VIP ტური საქართველოს სტენდით დაიწყება. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.
სხვა სიახლეები
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე - მაია ომიაძე
30.01.2026.14:31
ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, შანხაის საერთაშორისო გამოფენაში განსაკურებული სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარობას და მოგზაურთა ნაკადების გაზრდას სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან.
ITB China-სთან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ITB China გამოფენასთან, რომლის საფუძველზეც წელს, საქართველო, შანხაიში, ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე. როგორც იცით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, შარშანაც ვმონაწილეობდით ამ ღონისძიებაში და ძალიან წარმატებული იყო კერძო სექტორისთვის, ეს ყველაფერი დადებითად აისახა სტატისტიკაზე. ჩვენ წელს გვაქვს კამპანიები ჩინეთში, შარშანაც გავმართეთ და ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ. რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ვიყავით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა და ვიმედოვნებთ ITB China შანხაიშიც არანაკლებ წარმატებული იქნება ჩვენი მონაწილეობა“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ხელმოწერის ცერემონიას ITB China-სა და Messe Berlin-ის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს ეწვივნენ Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი და ITB China-ს დირექტორი ლიდია ლი.
“მოხარულები ვართ საქართველოში სტუმრობით. ITB China ჩინეთში ყველაზე დიდი B2B და ექსკლუზიური სავაჭრო გამოფენაა. ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩინეთიდან საქართველოში უკვე ბევრი მოგზაურობს. მაგრამ გვჯერა, რომ ამ ნაკადის გაზრდის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს და სწორედ ეს პარტნიორობა დაეხმარება ამ პოტენციალის შემდგომ გამოვლენას და ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურთა რაოდენობის ზრდას“,-ამბობს Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი.
„ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფებით დავაცხადებთ, საქართველო ITB China 2026-ის პარტნიორი ქვეყანაა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უფრო მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოვიყვანთ საქართველოში, კულტურული გამოცდილების მისაღებად და თქვენი ქვეყნის ლამაზი პეიზაჟების დასათვალიერებლად“,-განაცხადა ITB China-ს დირექტორმა ლიდია ლიმ.
გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.
გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.