მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

საქართველოს ბაზარზე Norwegian-ის და ზოგადად მსგავსი ტიპის ავიაკომპანიების შემოსვლა მიმართულია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობისკენ - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

საქართველოს ბაზარზე Norwegian-ის და ზოგადად მსგავსი ტიპის ავიაკომპანიების შემოსვლა მიმართულია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობისკენ, - აცხადებს კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.

როგორც დოლიძე განმარტავს, 2025 წელს საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების და ზოგადად ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის კუთხით ბუმი იყო.

„საქართველოს ავიაბაზარზე ისეთი ძლიერი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც არის Norwegian-ი და მათი მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, არის კიდევ ერთხელ დამაჯერებლობის შემქმნელი საერთაშორისო ბაზარზე, თუ რამდენად საინტერესო და ხელმისაწვდომია საქართველო სკანდინავიის ქვეყნებისთვის. Norwegian-ის შემოსვლა არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოს შეუძლია მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მით უმეტეს, რომ ახლა პირდაპირი რეისები გვემატება დანიის დედაქალაქიდან. ჩვენთან ყოველთვის იყო სკანდინავიური ქვეყნებიდან დიდი მოთხოვნა და ახლა პირდაპირი ფრენების დანიშვნით ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც საქართველოში ჩამოსვლა კიდევ უფრო მარტივად მოხდება.

სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტები უფრო დაინტერესებულები არიან სამთო და კულტურის ტურიზმით, რითაც ჩვენთან დაიტვირთება მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები. ზოგადად, 2025 წელს იყო ბუმი პირდაპირი ფრენების კუთხით და ავტორიტეტული კომპანიების საქართველოთი დაინტერესების მიმართულებით. წლის ბოლოს ასეთი კარგი სიახლეები კი 2026 წლისთვის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი გახდება. ამ ეტაპისთვის ჩვენ - სასტუმროები, ტურისტული კომპანიები - კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით სკანდინავიური ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე, რაც გამოიხატება ამ ქვეყნებში ვიზიტებით, პრეზენტაციებით, შეხვედრებით და მოლაპარაკებების გაღრმავებით“, - განმარტავს HSC Group Hospitality-ს დირექტორი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის Glarros OldTown-ს, Holiday Inn Resort-ს, BlueSky Towers-ს, Home2Suites by Hilton-ს და სხვას.

გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ Norwegian-ის შემოსვლა, გარდა შემომყვანი ტურიზმისა, მნიშვნელოვანია ქართველი მოგზაურებისთვისაც, რათა ახალ ქვეყნებს გაეცნონ და მეტი ტურისტული თავგადასავალი დააგროვონ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ევროპული ავიაკომპანია Norwegian იწყებს.

Norwegian კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ორჯერ შესრულდება.

ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებულ საავიაციო პოლიტიკას, მათ შორის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მზარდ დინამიკას და ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო  ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ  აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა